გიორგი სავანელის თქმით, ხელისუფლებას მათი (თავისუფალი ადამიანების) ეშინია. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში, 21 ოქტომბერს განაცხადა. გიორგი სავანელი ერთ-ერთია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იყო დაბარებული.
ის მონაწილეობდა USAID-ის კულტურულ პროგრამაში, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ტრენინგები იმართებოდა.
სავანელი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს დაამკვიდროს მოსაზრება, თითქოს ისინი რევოლუციას და არეულობას აპირებენ.
