Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნას აღკვეთილი, პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული

მარშალ პრესი 21/10/2023
ირაკლი ქადაგიშვილი

უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნას აღკვეთილი. უშიშროების წარმატებული საქმიანობა სწორედ ამაშია, რომ არ დადგეს რაიმე მძიმე ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების ან სხვა საკითხის გამო – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გამოძიებას უამრავი მასალა ჰქონდა მოპოვებული და სწორედ ამ ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული.

„სუს-ის ხელმძღვანელმა კარგად ახსნა დეპუტატებისთვის ეს ვითარება, რომ გამოძიება იწყება ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. გამოძიებას ჰქონდა უამრავი მასალა ამასთან დაკავშირებით მოპოვებული, შესაბამისი გამოკითხვებიც ჩატარდა, საზოგადოებაც იქნა იმ დროს ინფორმირებული, როცა გამოძიებამ ეს საჭიროდ ჩათვალა და ესეც ყველაფერი კანონის ფარგლებშია.

გამომდინარე აქედან, სწორედ ამ ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული. უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნას აღკვეთილი. უშიშროების წარმატებული საქმიანობა სწორედ ამაშია, რომ არ დადგეს რაიმე მძიმე ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების ან სხვა საკითხის გამო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ ფიქსირდება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული მომავალი
Next: გიორგი სავანელის თქმით, ხელისუფლებას მათი ეშინია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.