Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან კარგია! მე -10 რეკომენდაციაც შესრულებულია – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 20/10/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ძალიან კარგია! მე -10 რეკომენდაციაც შესრულებულია. ყველანაირი სპეკულაციის სივრცე უნდა გამოირიცხოს, გინდ შიდა და გინდა გარე არაკეთილმოსურნე აქტორების მხრიდან. რეფორმებსა და ზოგადად ახალ გამოწვევებს საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი ესაჭიროება, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულმა პლატფორმამ გამოთქვა მზაობა და აიღო ვალდებულება, მემორანდუმის გაფორმების სახით, რომ პარლამენტთან ერთად იმუშაოს, ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მზაობა, აიღოს ვალდებულება მემორანდუმის გაფორმების სახით, რომ პარლამენტთან ერთად იმუშაოს ასოცირების შეთანხმებით ვალდებულებებზე, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია სტატუსთან და ევროსტრუქტურებთან დასაახლოვებლად.

„ძალიან კარგია! მე -10 რეკომენდაციაც შესრულებულია.

ყველანაირი სპეკულაციის სივრცე უნდა გამოირიცხოს, გინდ შიდა და გინდა გარე არაკეთილმოსურნე აქტორების მხრიდან. რეფორმებსა და, ზოგადად, ახალ გამოწვევებს საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი ესაჭიროება, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულმა პლატფორმამ გამოთქვა მზაობა და აიღო ვალდებულება მემორანდუმის გაფორმების სახით, რომ პარლამენტთან ერთად იმუშაოს, ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე. ზემოთხსენებული პლატფორმა, ასობით ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთაც დიდი გამოცდილება და პროფესიული კვალიფიკაცია გააჩნიათ. კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია სტატუსთან და ევროსტრუქტურებთან დასაახლოვებლად.“ – წერს ქადაგიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის თავგანწირულია, რომელსაც ქართველების ბედი აღელვებს
Next: “ქართული ოცნებაა” ერთი კაცის მფლობელობაში არსებული კოჭლი იხვების ფერმა – გია ხუხაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.