მიხეილ სააკაშვილის სახელით მორიგი წერილი ქვეყნდება ფეისბუქზე, სადაც 27 ოქტომბერს ჩანიშნულ მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით წერს. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება განზრახ ახშობს მის ხმას პირდაპირი ჩართვის დროს, რადგან ეშინიათ.
სააკაშვილის თქმით, მან გაწირა საკუთარი თავი ქართველი ხალხის დასახმარებლად, რადგან მას და მის გუნდს ქართველების ბედი აღელვებს:
“ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხის ბედი გვაღელვებს.
მე გავწირე ჩემი თავიც ქართველი ხალხის დასახმარებლად და ხალხი ყველაფერს ხედავს და დარწმუნებული ვარ გადამწყვეტ მომენტში იტყვის თავის სიტყვას, ამ გადამწყვეტი მომენტისთვის კი მომზადება არის საჭირო. ამიტომაც ეშინიათ და საბჭოთა კგბ-ს სტილში ახშობენ ჩემს გამოსვლებს, რათა ხალისი დამიკარგონ და თავის ჭკუით, რამენაირად ცუდი კუთხით გამომაჩინონ.”- წერს სააკაშვილი.
