Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ელისო კილაძის ცნობით, დავით კეზერაშვილმა მასთან ჩასული ლევან ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები დატუქსა

მარშალ პრესი 13/10/2023
ელისო კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კვიპროსზე ჩასულ ლევან ხაბეიშვილსა და მის თანამოაზრეებს დავით კეზერაშვილმა მუშაობა დაუწუნა და უსაქმურები უწოდა.

“მოგიყვეთ ლარნაკაზე საიდუმლო სერობის დეტალები?!
როგორც მოსალოდნელი იყო-პარტიის მენეჯმენტის გამოძახება “ბილტმორის” შეკრების გამოძახილია.

მენეჯმენტი მიიჯირყვნა-კეზერამ ,მელია იმიტომ ბლატაობს რომ თქვენ ხართ უსაქმურები და ვერაფერს აკეთებთო.

თუ არ გაინძრევით და არ იმუშავებთ მოგვიწევს მისი მიღებაო. გვარამია მოდის და მაგასაც დიდი მადა რომ არ გაეხსნას, ამიტომ მაქსიმუმი უნდა აჩვენოთ რისი ტრ@@@ი გაქვთო.

ბრძოლა სიებზეა და არა გამარჯვებისთვის. ცხადია, ჩემზეც იყო ლაპარაკი, დეტალები ვიცი,მაგრამ არ დავწერ!

P.S.- მოკლედ, ორი ნიკას ჯიბრზე, ბრძოლის ახალ გეგმას ველოდები.
ჰო, ვანო ჩახსნილია ამ ეტაპზე, ერთი არაფორმალური მმართველი დაგვრჩა ოპოზიციაში”- წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ბოტკოველი და დავით კირკიტაძე კვიპროსში, დავით კეზერაშვილთან გაემგზავრნენ.

Post navigation

Previous: ზურა ჯაფარიძე აღიარებს, რომ ოპოზიცია ვერ ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს
Next: სადაც საქართველოში არსებობს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, დიდი ხნის წინ უნდა გაგვეხსნა ლიბერალური ფაშიზმის მუზეუმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.