Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მადლობა ბულგარეთის პარლამენტს დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის

მარშალ პრესი 13/10/2023
შალვა პაპუაშვილი

მადლობა ბულგარეთის პარლამენტს საპარლამენტო დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აფასებს გულწრფელ პარტნიორობას.

„გულწრფელი მადლობა ბულგარეთის პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, ჩემს მეგობარს, როსენ ჟელიაზკოვს საპარლამენტო დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ გულწრფელ პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და ევროპულ მომავალს ეფუძნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბულგარეთის პარლამენტმა დღეს მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

Post navigation

Previous: “ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთადერთი გამოსავალი არის გადატრიალების მოხდენა იმ შემთხვევაში, თუ ვერ მივიღებთ სტატუსს
Next: ზურა ჯაფარიძე აღიარებს, რომ ოპოზიცია ვერ ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.