Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მიზანია, მივიღოთ კიდევ უფრო მეტად უკეთ შეიარაღებული, მომზადებული და დაფასებული ჯარი

მარშალ პრესი 30/04/2022
ჯუანშერ ბურჭულაძე

ჩვენი მიზანია, მივიღოთ კიდევ უფრო მეტად უკეთ შეიარაღებული, მომზადებული და დაფასებული ჯარი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მან სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართული ჯარის გაძლიერების პროცესი გრძელდება.

„თქვენთან ერთად, კვლავ ვაგრძელებთ და ვაძლიერებთ ჩვენი ჯარის სათანადო აღჭურვასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობები. წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღე მიულოცა მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, დაჭრილ-დაშავებულ ჯარისკაცებს, ვეტერანებს, ასევე პატივი მიაგო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპულ მებრძოლებს.

„თანამედროვე თავდაცვის ძალების მშენებლობა და წარმატებები დაფუძნებულია მრავალი სხვადასხვა თაობის სამხედროს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზე“, – დასძინა მინისტრმა.

თავდაცვის ძალების დღე ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვართან დაკავშირებით გვაქვს პოზიტიური მოლოდინი – ჩვენი მხრივ, აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ
Next: „თქვენს მიერ ხსენებული ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა”- ირაკლი ღარიბაშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025