Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვართან დაკავშირებით გვაქვს პოზიტიური მოლოდინი – ჩვენი მხრივ, აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ

მარშალ პრესი 30/04/2022

კითხვართან დაკავშირებით გვაქვს პოზიტიური მოლოდინი – ჩვენი მხრივ, აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ. რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს, გაგრძელდება და მივა ბოლომდე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„გუშინ გვქონდა კომისიის სხდომა, საბოლოოდ შევჯერდით, კითხვარი შევსებულია, უწყებებმა ეფექტურად იმუშავეს და დოკუმენტი მზად არის იმისთვის, რომ გადავცეთ საქართველოში ევროკავშირის ელჩს. გვაქვს პოზიტიური მოლოდინი – ჩვენი მხრივ, აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ. რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს, გაგრძელდება და მივა ბოლომდე. ამის შემდეგ, ჩვენ, ასოცირებული ტრიო – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის. მინდა ასევე ვთქვა, რომ ამ პროცესში იყო ჩართული ყველა უწყება და მადლობას ვუხდი მათ შრომატევადი საქმიანობისთვის“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

Continue Reading

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი – დეზინფორმაციის და პროპაგანდის მანქანის უიღბლო მუშაკს, ნოდარ მელაძეს და მის გუნდს ამ „უნიკალური და ექსკლუზიური ინფორმაციის“ მოპოვებაში ვინ ეხმარება, КГБ-ს მაიორი იური შვეცი
Next: ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მიზანია, მივიღოთ კიდევ უფრო მეტად უკეთ შეიარაღებული, მომზადებული და დაფასებული ჯარი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025