Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი მეუღლესთან ერთად საქართველოს ეწვია

მარშალ პრესი 10/10/2023
ვიქტორ ორბანი საქართველოში

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან – ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი – ანა მარია შიკო დახვდნენ.

ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

Post navigation

Previous: რეგლამენტში ცვლილებები, ვფიქრობ, თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობას ზრდის საზოგადოების წინაშე
Next: თუ სახელმწიფო სკოლაში მოსწავლის დაფინანსების ვაუჩერი გაიზარდა და 600 ლარია, საპატრიარქოს სკოლებში არის ამის ნახევარი – 300 ლარი, რაც სასურველია გათანაბრდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.