Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რეგლამენტში ცვლილებები, ვფიქრობ, თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობას ზრდის საზოგადოების წინაშე

მარშალ პრესი 10/10/2023
დიმიტრი ხუნდაძე

„ოპოზიციამ დაიწყო სპეკულაცია, თითქოს ეს, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების წესის ცვლილება, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან იყოს კავშირში.“, ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტი არ არის დაჩქარებული და პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ მოესწრება.

„ვფიქრობ, ამას, უბრალოდ, უნდა მოერიდოს ოპოზიცია, რომ სასაცილოდ არ გაიხადოს თავი, რადგან ეს პროექტი არ არის დაჩქარებული, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დროს მოესწროს. ამაზე ეჭვის მიტანა მათი მხრიდან მხოლოდ არასერიოზული დამოკიდებულებაა. ეს არავითარ კავშირში არაა. თუმცა, რეგლამენტში ამგვარი ცვლილებები, ვფიქრობ, თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობას ზრდის საზოგადოების წინაშე.“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

Post navigation

Previous: ეს ახალგაზრდა კაცი ისევ საბჭოთა კავშირში ცხოვრობს – გია ხუხაშვილი ბაჩო ოდიშარიას პოსტს გამოეხმაურა
Next: ვიქტორ ორბანი მეუღლესთან ერთად საქართველოს ეწვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.