Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადიკალურ ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში სამი მოსამართლე „გადაქაჩული“ ჰყავს, აქტიურად მიმდინარეობს კიდევ ერთი მოსამართლის „დავერბოვკება“

მარშალ პრესი 09/10/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახლოვდება და მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეებიდან სამი – ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში, რადიკალურმაოპოზიციამ გადაიბირა.

მისივე თქმით, პარალელურად წარმოებს დანარჩენი მოსამართლეების მიმართ ბულინგის კამპანია.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახლოვდება და მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. აქაური აგენტურა ლაპარაკობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში სამი მოსამართლე „გადაქაჩული“ ყავთ – ესენი არიან იმერლიშვილი – კვერენჩხილაძე და ტუღუში. ეს სამი ხმა მათ არ ჰყოფნით და აქტიურად მიმდინარეობს კიდევ ერთი მოსამართლის „დავერბოვკება“, „გადაქაჩვა“. ამის პარალელურად მათ დაიწყეს ბინძური ბულინგის კამპანია მოსამართლეების წინააღმდეგ. ამ ყველაფრის მიზანი არის მხოლოდ ერთი – საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინონ უკანონო გადაწყვეტილება!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook- ზე.

Post navigation

Previous: ბათუმში, სამი დღის განმავლობაში, 6 – 8 ოქტომბერს, აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-11 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2023” მიმდინარეობდა
Next: კანდიდატის სტატუსი მინიჭება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. იმედია, დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.