ბათუმში, სამი დღის განმავლობაში, 6 – 8 ოქტომბერს, აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-11 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2023” მიმდინარეობდა.
გამოფენაში 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.
„Agro Batumi 2023” დაჯილდოების ცერემონიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე ესწრებოდა.
