Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმპიჩმენტი იმიტომ არსებობს, რომ თუ დაირღვევა კონსტიტუცია, ეს წესად არ იქცეს – იმპიჩმენტი კონსტიტუციის ღირსებას იცავს

მარშალ პრესი 06/10/2023
გურამ მაჭარაშვილი

„როგორ შეიძლება ევროპულმა ღირებულებამ, რასაც კონსტიტუციის დაცვა ჰქვია, ევროინტეგრაციას შეუშალოს ხელი?“, -ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცესით საქართველოს სახელმწიფო მორიგ ჯერზე შედგა, ხოლო ის უცხოელი ლიდერები, რომლებიც ამ პროცესს უარყოფითად აფასებენ, მიზანმიმართულად ცრუობენ, რაც შეურაცხმყოფელია.

„უკვე ცხადია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საქართველოს საზოგადოება კარგად ვერ აზროვნებს, როდესაც ისეთ არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, როგორიც არის რამდენიმე უცხოელი ლიდერის მიერ გაჟღერებული მოსაზრება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოში დემოკრატიას აყენებს საფრთხის ქვეშ და ა.შ. ისინი ამაში ცდებიან. ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის კონსტიტუციაში იმპიჩმენტის წესი იმიტომ არსებობს, რომ თუ დაირღვევა კონსტიტუცია, მისი დარღვევა წესად არ იქცეს.

იმპიჩმენტი კონსტიტუციის ღირსებას იცავს. ამიტომ, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან იმპიჩმენტის საწინააღმდეგო განცხადებები არასწორია და მათ ეს ძალიან კარგად იციან.

როგორ შეიძლება ევროპულმა ღირებულებამ, რასაც კონსტიტუციის დაცვა ჰქვია, ევროინტეგრაციას შეუშალოს ხელი? მაშინ ამერიკაში დაქცეულა დემოკრატია – მოქმედი პრეზიდენტის ოჯახის წევრებს და წინა პრეზიდენტს იმპიჩმენტი კი არა, ისეთი ბრალდებები აქვთ, დაჭერა ემუქრებათ. პირიქით, იმპიჩმენტი არის ის პროცესი, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო მორიგ ჯერზე შედგა, რადგან დამოუკიდებელი ინსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს სახით ორი სხვა კონსტიტუციური ორგანოს ერთმანეთთან დავას იხილავს.

ეს არის ჩვეულებრივი, დემოკრატიული და კარგი პროცესი, რადგან კონსტიტუციის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ეს არის სწორედ ევროპული ღირებულება, რასაც ჩვენ ვიცავთ და ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს. იმიტომაც არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის ევროპელი ლიდერებისგან იღებს დასტურს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ.“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე -11 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2023” გაიხსნა
Next: ყოფილი ავტორიტარული რეჟიმის მარიონეტები აპროტესტებენ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს იმის გამო, რომ ჩაეშლებათ ე.წ. გადატრიალების გეგმები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.