ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე -11 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2023” გაიხსნა, სტუმრები ერთ სივრცეში გაეცნენ რეგიონის კულტურას, დააგემოვნეს აჭარაში წარმოებული სასმელები და ტრადიციული კერძები.
Batumi 2023 გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთბების ჩამოყალიბებას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, გამოფენაში რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული, წელს მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქცია.
გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, სამი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ. აგრო გამოფენაში 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.
გამოფენას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
