Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავის დროზე ეს შეიძლება სერიოზული თანხა იყო, დღეს კი მართლა ცოტაა, მით უმეტეს, რომ 100%-ით ეს თანხა მიემართება სწავლა-განათლებაზე – სოზარ სუბარი საპატრიარქოს დაფინანსებაზე

მარშალ პრესი 06/10/2023
სოზარ სუბარი

ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსებაზე ისაუბრა. როგორც სუბარი აღნიშნავს, საპატრიარქოს დაფინანსება 20 წელზე მეტია 25 მილიონია, რაც ძალიან ცოტაა იქიდან გამომდინარე, რასაც საპატრიარქო აკეთებს.

“საინტერესო საკითხი წამოიწია და მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებას. 20 წელზე მეტია ეს დაფინანსება 25 მილიონია, ამას ჩვენს პერიოდში დაემატა დაფინანსება, რომელსაც სხვა ტრადიციული რელიგიებიც იღებენ. თავის დროზე ეს შეიძლება სერიოზული თანხა იყო, დღეს კი მართლა ცოტაა. მით უმეტეს, რომ მე უკეთესად ვიცი რაში იხარჯება ეს თანხები საპატრიარქოს მიერ (მე თვითონ ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში) – 100%-ით ეს თანხა მიემართება სწავლა-განათლებისკენ.

კი არ გაორმაგდა, გაოთხმაგდა ამ ხნის განმავლობაში სასწავლებლების რაოდენობა; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაათმაგდა თანხა, რომელიც სოციალურ საკითხებს, დასუფთავებას და ა.შ. სჭირდება. ძალიან მაღალი დონის პროფესურაა და მართლა მინიმალური ანაზღაურება აქვთ. იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა დომინაციებზეც და კარგი იქნება, ამ მხრივ გაზრდაზე თუ ვიფიქრებთ. მართლა გაორმაგებაც კი არაფერი არ არის აქ, იმდენად ცოტა თანხაა“, – განაცხადა სუბარმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ვნახეთ მცდელობა, გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი, მაგრამ გუშინ რადიკალიზმი არ შედგა
Next: მას აქვს 50-ზე მეტი დეპუტატის იმედი, აქვს იმის რწმენა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად, არ დაუჭერს მხარს მის გადაყენებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.