Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვნახეთ მცდელობა, გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი, მაგრამ გუშინ რადიკალიზმი არ შედგა

მარშალ პრესი 06/10/2023
შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი. ზუსტად იგივე აქტორები, „ენჯეოები“ და ოპოზიცია, ზუსტად იგივე „დაბრენდვით“, რომ „ეს არის „რუსული კანონი“, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმი გუშინ არ შედგა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით გამოწვეულ პროტესტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რადიკალიზმის პოტენციალი, რომელიც ოპოზიციას აქვს, ძალიან დაბალია.

„მინდა მადლობა გადავუხადო უცხოელ აქტორებს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელს. განსხვავება სწორედ ის იყო მიმდინარე განხილვებისა და მარტის მდგომარეობას შორის, რომ ჩვენ მაშინ გვახსოვს უცხოელი აქტორების ძალიან აქტიური მონაწილეობა, მათ შორის, იმ კანონის „რუსულ კანონად“ „დაბრენდვაში“, რამაც მაშინ ჩვენ მოგვცა რადიკალიზმი, ხოლო ამ ჯერზე ჩვენ ვნახეთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ქართული განხილვის საკითხი და მინდა მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული როლისთვის, რომ არ იყვნენ ჩარეული უცხოელი აქტორები. ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმის პოტენციალი, რომელიც ოპოზიციას აქვს, არის ძალიან დაბალი. გუშინ ჩვენ ვინც ვნახეთ, ვნახეთ კვლავ ის ექსტრემისტული ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი „ენჯეოები“, მათ შორის, რაღაც მოძრაობები, რომელიც ვნახეთ, რაც არის – 20-30 ადამიანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ კონსტიტუცია დაირღვა, საინტერესოა ამ სამართლებრივ განაჩენს როგორ მოეპყრობა თავად პრეზიდენტი
Next: თავის დროზე ეს შეიძლება სერიოზული თანხა იყო, დღეს კი მართლა ცოტაა, მით უმეტეს, რომ 100%-ით ეს თანხა მიემართება სწავლა-განათლებაზე – სოზარ სუბარი საპატრიარქოს დაფინანსებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.