Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა

მარშალ პრესი 03/10/2023
384532679_337120555439425_1454632902863715122_n

ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ლანჩხუთში სოფელ ქვემო მამათსა და ხორეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნენ.

,,უხვმა ნალექმა ისევ შეუქმნა პრობლემები გურიის რეგიონს. დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა მილხიდები. ისევ განვითარდა გარკვეულ სოფლებში მეწყრული პროცესები სამწუხაროდ.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამივე მუნიციპალიტეტში ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში, არის გარკვეული ადგილები, სადაც დაზიანდა გაზმომარაგების მილები და მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს კომუნიკაციების აღდგენა.

ფუნქციონირებს ცხელი ხაზი მუნიციპალიტეტებშიც და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც, ასევე, სამწუხაროდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორეთში დროებითი გადასასვლელი ისევ დააზიანა უხვმა ნალექმა, ხიდის საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, რაც შეეხება დროებით გადასასვლელს, როგორც კი ამინდი მოგვცემს ამის შესაძლებლობას, აუცილებლად მოხდება მისი აღდგენა.

აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მოქალაქეებთან, სამწუხაროდ, ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაზიანდა სასაფლაოს კედელი, რომელიც, ასევე, მყისიერად იქნება აღდგენილი როგორც კი ამინდი ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
Next: რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის მშვიდობიანი აქციები. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პოლიციელი იქნება თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, სახელმწიფომ უნდა დაიცვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.