Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის მშვიდობიანი აქციები. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პოლიციელი იქნება თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, სახელმწიფომ უნდა დაიცვას

მარშალ პრესი 03/10/2023
გურამ მაჭარაშვილი

“ჩვენ კი ვიცით, რატომ წუხს ამაზე რადიკალური ოპოზიცია და ეს საზოგადოებასაც აუხსნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა,” – ასე გამოეხმაურა მედიასთან საუბრისას “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.

მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია იმიტომ წუხს ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომ მათ გეგმებში მშვიდობიანი მანიფესტაციები არ შედის.

“ნებისმიერი ასეთი ტიპის ცვლილება, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და საქართველოს მოქალაქეების დაცვას უზრუნველყოფს, მათ შორის, მანიფესტაციების დროს, სწორედ დემოკრატიულ პროცესებს ემსახურება.

ჩვენ კი ვიცით, რატომ წუხს ამაზე რადიკალური ოპოზიცია და ეს საზოგადოებასაც აუხსნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა – რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის მშვიდობიანი აქციები. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პოლიციელი იქნება თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, სახელმწიფომ უნდა დაიცვას.“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა
Next: ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათელი ხდება, რატომ იბრძოდა ასე გაშმაგებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.