Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია ღუდუშაური: თუ კლინიკები მიცემულ ვადებში დარღვევებს არ გამოასწორებენ, რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი რეაგირება, ესაა ლიცენზიის შეჩერება თუ სხვა მკაცრი სანქციები

მარშალ პრესი 29/04/2022

ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახური და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, გეგმურ რეჟიმში, ახორციელებს კლინიკების კონტროლს. მონიტორინგის შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები და რიგ შემთხვევებში, სერიოზული ხარვეზები დაფიქსირდა“, – აღნიშნულის შესახებ ილია ღუდუშაურმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინფექციების კონტროლის მიმართულებით კლინიკებში პრობლემები და გამოწვევები ფიქსირდება, თუმცა მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, თუ რა გარემოებაში უწევდათ კლინიკებს ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობა.

„ისინი ინფორმირებულები არიან კონკრეტულად იმ პრობლემებზე, რომლებიც მათთან ფიქსირდება. იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომ დიდი ხნის განმავლობაში რთულ პერიოდში უწევდათ ოპერირება კლინიკებს ეძლევათ ვადა, რომ გამოასწორონ ეს ხარვეზები და გეგმურად 2 კვირაში, 10 დღეში ერთხელ მიმდინარეობს გადამოწმება. იმ შემთხვევაში თუ ხარვეზები არ არის აღმოფხვრილი ან მნიშვნელოვანი დარღვევებია, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, ესაა ლიცენზიის შეჩერება თუ სხვა მკაცრი სანქციები. უნდა აღვნიშნო, გაცემულ გაფრთხილებებს, საკმაოდ სერიოზულად ეკიდება ჰოსპიტალური სექტორი და აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის აღმოფხვრაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

Post navigation

Previous: პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი T-72 ტიპის ტანკი და რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა მიაწოდა
Next: მიხეილ სარჯველაძე არესტოვიჩის განცხადებაზე – მენტალური ჰიგიენა მავალდებულებს, არ ვისაუბრო იმ სიტყვებით, რაც ემოციურად პირველი მომივა თავში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.