Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბაიდენის ადმინისტრაცია და შესაბამისად, საელჩოს დღევანდელი მმართველობა ღია კონფრონტაციაში შემოვიდა ქართულ საზოგადოებასთან

მარშალ პრესი 02/10/2023
ზურაბ ქადაგიძე

“დავაფინანსებთ და ხელსაც შევუწყობთ კვლავ იმ ორგანიზაციებს, ვინც შეეცდება რევოლუცია მოაწყოს საქართველოშიო…” – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ქადაგიძის თქმით, გაუგებარია, თუ კიდევ ვინმეს უჩნდება კითხვა, ვის მიერ არის წახალისებული საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი კამპანია.

„ესაო, ისაო თქვენი დიდი ხათრიცა გვაქვს, მაგრამ არაო…

მოკლედ, გადავამოწმოთ რაშია საქმე, ეგება არასწორი ინტერპრეტაცია ან რაიმე გაუგებრობააო, ეგ კი არ უთქვამთ? პირიქით, დავაფინანსებთ და ხელსაც შევუწყობთ კვლავ იმ ორგანიზაციებს, ვინც შეეცდება რევოლუცია მოაწყოს საქართველოშიო… აბა ახლა, „ისფედის” პარალელური დათვლის გაყალბება და იმ პრივილეგირებულ NGO-თა მიზანმიმართული, ანტი-სახელმწიფოებრივი კამპანია ვისი წახალისებულია, კიდევ იბადება კითხვები?

ბაიდენის ადმინისტრაცია და შესაბამისად, საელჩოს დღევანდელი მმართველობა ღია კონფრონტაციაში შემოვიდა ქართულ საზოგადოებასთან. ანუ, ახალი ელჩისგანაც არ უნდა ველოდოთ დიდ დიპლომატიასა და ღირსეულ პარტნიორობას… ამიტომაც, ქალბატონ ელჩს ველით გაშლილი ხელით,” – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: 2012 წლის არჩევნების ნომერ პირველი დანატოვარია ის, რომ წერტილი დაესვა ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმს საქართველოში, რომელმაც ქვეყანა ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია
Next: გლობალური ომის პარტია, რადიკალური ოპოზიციის გამოყენებით თუ ისე, ვერ ახერხებს საქართველოში ვერც მეორე ფრონტის გახსნას და ვერც რევოლუციური სცენარის განხორციელებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.