Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2012 წლის არჩევნების ნომერ პირველი დანატოვარია ის, რომ წერტილი დაესვა ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმს საქართველოში, რომელმაც ქვეყანა ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია

მარშალ პრესი 02/10/2023
ქართველიშვილი

„მშვიდობა, პროვოკაციების უარყოფა, სტაბილურობისა და განვითარებისკენ სწრაფვა – ეს არის „ქართული ოცნების“ მმართველობის 11 წლის ყველაზე დიდი მონაპოვარი.“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა და მიდის წინ, რადგან შიდა თუ გარე პროვოკაციულ ქმედებებს წერტილი დაესვა. „2012 წლის არჩევნების ნომერ პირველი დანატოვარია ის, რომ წერტილი დაესვა ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმს საქართველოში, რომელმაც ქვეყანა ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია.

ასევე, წერტილი დაესვა შიდა თუ გარე პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებმაც არაერთ ომში ჩაითრიეს ქვეყანა და ამ ომს მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და სხვა სამწუხარო ამბები, ენერგეტიკულ-ეკონომიკური კონტრიბუციის სახით და ა.შ.

მშვიდობა, პროვოკაციების უარყოფა, სტაბილურობისა და განვითარებისკენ სწრაფვა – ეს არის „ქართული ოცნების“ მმართველობის 11 წლის ყველაზე დიდი მონაპოვარი. თუ ორი ქვეყანა, საქართველო და უკრაინა უნდა შევადაროთ (რადგან სულ მასზე ამბობენ, რომ გაგვასწრო განვითარების გზაზეო), ფაქტია, რომ საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა და მიდის წინ, ხოლო უკრაინამ 2014 წლიდან სუიციდისკენ სვლა დაიწყო და ჯერ არ დაუმთავრებია.“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში – პრემიერი
Next: ბაიდენის ადმინისტრაცია და შესაბამისად, საელჩოს დღევანდელი მმართველობა ღია კონფრონტაციაში შემოვიდა ქართულ საზოგადოებასთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.