Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის გეგმა ასეთია – პეტრე მამრაძე

მარშალ პრესი 02/10/2023
პეტრე მამრაძე

რადიკალური ოპოზიციის გეგმა ასეთია – იქნებ, ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი ლობისტებისა და სხვების მეშვეობით იმას მივაღწიოთ, რომ კანდიდატის სტატუსი ისევ არ მოგვცენ. იქნებ, ამის გამო შეიკრიბოს ახალგაზრდობა. სპონტანურად აქციებზე გამოსული ახალგაზრდები მარტის თვეშიც იყვნენ, – ამის შესახებ პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციაში პროვოკაციებისა და მიტინგების მოწყობის ნამდვილი პროფესიონალები არიან.

„ადრე ვთქვი, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პრობლემა გახდება პრაქტიკულად ერთად ერთი შანსი და ბერკეტი „ნაცებისა“ და მათთან ასოცირებული პარტიების ხელში და იცით რატომ? იქ არიან პროვოკაციებისა და მიტინგების მოწყობის ნამდვილი პროფესიონალები და ამას ვერ წავართმევთ. მათ ძალიან კარგად იციან, გამოცადეს ეს წლების განმავლობაში. მას შემდეგ რაც სააკაშვილი საქართველოდან გაიქცა, რომ ვერ აგროვებენ ხალხს. შესაძლოა, ძალიან დიდი თანხა დახარჯონ და 5-7 ათასი კაცი შეაგროვონ.

მისივე თქმით, მათ დაინახეს თავიანთი უმწეობა, როდესაც სააკაშვილი დააპატიმრეს და მოსახლეობა ქუჩაში არ გამოვიდა.

„თუმცა, ევროპული გზის მხარდასაჭერად ხალხის ნაწილი გამოდის. შესაძლოა, ხალხმა ისინი არ გაიკარა, მიკროფონებთან არ მიუშვა, მაგრამ მასა ხომ გამოდის! მათი გეგმა ასეთია: იქნებ, ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი ლობისტებისა და სხვების მეშვეობით იმას მივაღწიოთ, რომ კანდიდატის სტატუსი ისევ არ მოგვცენ. იქნებ, ამის გამო შეიკრიბოს ახალგაზრდობა. სპონტანურად აქციებზე გამოსული ახალგაზრდები მარტის თვეშიც იყვნენ“, – განაცხადა მამრაძემ.

Post navigation

Previous: გია ხუხაშვილი იმედგაცრუებულია
Next: აიკრძალოს USAID-ის მიერ საქართველოში “კულტურის ასამაღლებელი” ტრენინგების ჩატარება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.