გია ხუხაშვილი იმედგაცრუებულია! ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელიც 2012 წლის არჩევნებს და “ქართული ოცნების” გამარჯვებიდან 11 წლისთავს მიუძღვნა.
“უახლესი ისტორიის მორიგი მანკიერი 11 წლიანი ციკლი, რომელიც დიდი იმედებით დაიწყო და დიდი იმედგაცრუება მოგვიტანა….
ტრადიციულ იმედგაცრუებას მეტ კეთილდღეობასთან და თავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარების ვექტორის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებული იმედგაცრუებაც დაემატა.
სტაბილურობა გამოგვიცხადეს ერთადერთ მთავარ ფასეულობად, რაც დამახასიათებელია ავტორიტარული, კორუმპირებული, ნომენკლატურული მმართველიბისთვის და ესეც ილუზიაა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობა სამართლიანობის და რეალური კეთილდღეობის გარეშე ვერ იქნება…”– წერს გია.
