ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მსოფლიო გულის დღესთან დაკავშირებით სპორტული მარათონი გაიმართა, კაპრეშუმი ორთაბათუმის მიმართულებით. ტურნირში მონაწილეობდნენ 14-დან 16-მდე წლამდე ასაკის ახალგაზრდები.
მუნიციპალიტეტში გამართულ სპორტულ შეჯიბრში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ადგილი – ლაშა თავდგირიძე
მეორე ადგილი – საბა ცენტერაძე
მესამე ადგილი – ნიკა ჭაღალიძე
9 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე (World Heart Day) აღინიშნა. ეს დღე 1999 წელს გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის და ცოდნის ამაღლებაა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები 100-ზე მეტ ქვეყანაში იმართება, რაც ჯანმრთელობის მასობრივ შემოწმებას, საჯარო ლექციებს, სპორტულ შეჯიბრსა და ორგანიზებულ სეირნობებს მოიცავს.
მარათონში გამარჯვებული ახალგაზრდები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მირიან კვირიტიძემ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
