Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რამდენი შემოგზავნილი უკრაინელი აგენტი თუ მათი სპეცსამსახურების კადრის ოფიცერია საქართველოში – იმედია ამის შესახებ ჩვენი შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან

მარშალ პრესი 25/09/2023
დავით ქართველიშვილი

სომხეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და იმ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტურის მხილებას ეხება.

„ვაგრძელებთ განგაშის ზარებს: ერევანში დაკავებულია უკრაინის 57 მოქალაქე, აქედან ოთხი ქალბატონი – თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს კადრის (!) თანამშრომელია. უკრაინის რვა მოქალაქეს უკვე წაუყენეს ბრალი და მათ მიმართ აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმეები შემდეგი მუხლებით: სამართალდამცველებზე თავდასხმა, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა/გასაღება და სხვა.

ამ 57-დან, 44 ჩამოვიდა საფრანგეთიდან, ხოლო 13 – საქართველოდან. ნიშანდობლივია, რომ უკრაინელების დაკავება/დაპატიმრება მოხდა სომხეთში, რომელმაც დეკლარირებულად განაცხადა თავის დისტანცირებაზე რუსეთისა და ორგანიზაცია ОДКБ-დან.

რამდენი შემოგზავნილი უკრაინელი აგენტი, თუ მათი სპეცსამსახურების კადრის ოფიცერია საქართველოში, იმედია ამის შესახებ ჩვენი შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან,“ – წერს დავით ქართველიშვილი საკუთარ facebook გვერდზე.

Post navigation

Previous: პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი დარჩენის ერთადერთი საშუალება არის სწორედ სახელმწიფო გადატრიალება – გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე
Next: სწორედ რომან გოცირიძის ხელში დაიქცა კუპონი. მის არყოფნაში გამოვასწორეთ ეს მძიმე მდგომარეობა და ლარიც გამოვუშვით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.