„პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი დარჩენის ერთადერთი საშუალება არის სწორედ ამ გზით სვლა – სახელმწიფო გადატრიალება, არეულობა. ეს არის მათი დღის წესრიგი. მათ არ შეუძლიათ საპარლამენტო ტრიბუნა, მათ არ შეუძლიათ პოლიტიკური დებატები. როდესაც იგორ გიორგაძის დაცვის უფროსის – გია ლორთქიფანიძის ენით ელაპარაკები ისევ ამომრჩეველს, იქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ 24 სექტემბერს, გადაცემაში “იმედი LIVE”, როდესაც ე.წ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრობდა.
