IMG.GE IMG.GE

84 მომხრით, საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა.

დოკუმენტი პარლამენტის წინაშე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

წარმოდგენილ ბიუჯეტში ასახულია როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების პირდაპირი დახმარებებისა და ეპიდემიის გავრცელების პრევენციისა და დაავადებულთა მკურნალობის მიზნების დამატებით საჭირო ხარჯი, დაახლოებით, 3,4 მლრდ ლარის ოდენობით. კერძოდ, ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ბიუჯეტში ასახულია:

იმ მოქალაქეების დახმარებისთვის, რომლებიც დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ და დაკარგეს ხელფასი, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიანი დახმარების გასაწევად – 450,0 მლნ ლარი;

სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებული საშემოსავლო გადასახადის შემცირება – 250,0 მლნ ლარი (ასახულია საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებლებში);

თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებებისთვის – 75,0 მლნ ლარი;

მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის – 170,0 მლნ ლარი;

65-დან 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების დახმარება (ოჯახის წევრების რაოდენობის შესაბამისად) 6 თვის განმავლობაში – 48,0 მლნ ლარი;

100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 13,0 მლნ ლარამდე;

მკვეთრად გამოხატული შშმ პირების და შშმ ბავშვების 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 24,0 მლნ ლარი;

StopCoV ფონდის ანგარიშზე მობილიზებული თანხა – 133,5 მლნ ლარი (ასახულია როგორც სხვა შემოსავლების, ისე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებლებში);

საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებისა და ფრენების სუბსიდირებისთვის – 45,0 მლნ ლარი;

ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯებისთვის – 285,0 მლნ ლარი;

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნის გაუმჯობესებისთვის 60,0 მლნ ლარი;

საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად – 330,0 მლნ ლარი;

სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებისთვის – 70,0 მლნ ლარი;

ტურისტული ობიექტების ქონების გადასახადისგან გათავისუფლება – 45,0 მლნ ლარი (ასახულია საგადასახადო შემოსავლებში);

მცირე გრანტების გასაცემად – 20,0 მლნ ლარი;

სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვები) – 40,0 მლნ ლარი;

სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა – 139,0 მლნ ლარი;

დღგ-ს დამატებით დაბრუნებისთვის – 600,0 მლნ ლარი (ნაწილობრივ დაბრუნდება ამ მიზნებისთვის არსებულ ანგარიშზე არსებული ნაშთიდან, ხოლო ნაწილი ასახულია საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლებში);

კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შესაქმნელად – 600,0 მლნ ლარი (ასახულია საშინაო ვალისა და დეპოზიტების მაჩვენებლებში);

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება