Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავად იბარებენ შს-მინისტრს პარლამენტში, თავადვე პიკეტირებას უწყობენ. ალბათ “ხალხმრავალს” უწოდებენ ამ აქციას, ალბათ “მრავალათასიანად” გაასაღებენ

მარშალ პრესი 22/09/2023
დავით ქართველიშვილი

“რადგან არ ვჩანვართ არც “ხალხად” არ გთვლიან. მათი “ხალხი” ამ სურათზეა. ჩემი ხალხი კი ამ წუთებში ვაშლიჯვრის სასაფლაოსკენ მიისწრაფვის. ბაბუშარას აეროპორტში განვითარებული ტრაგედიის მორიგი წლისთავია,” – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ ინტერპელაციით წესით პარლამენტში მინისტრების დაბარებას და პარალელურად აქციის მოწყობას.

ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც იქაა შეკრებილი, ოპოზიცია სავარაუდოდ, მრავალათასიან აქციად მონათლავს.

„თავად იბარებენ შს-მინისტრს პარლამენტში, თავადვე პიკეტირებას უწყობენ. ალბათ “ხალხმრავალს” უწოდებენ ამ აქციას, ალბათ “მრავალათასიანად” გაასაღებენ ვერ გეტყვით. აი, ფონ კრამონი და დეგნანი „ქართველი ხალხის“ ნებაზე რომ აპელირებენ ხშირად, ამ სურათზეა მათი რაოდენობა. დანარჩენები საქმით ვართ დაკავებული და ამიტომ არა ვჩანვართ.

რადგან არ ვჩანვართ არც “ხალხად” არ გთვლიან. მათი “ხალხი” ამ სურათზეა. ჩემი ხალხი კი ამ წუთებში ვაშლიჯვრის სასაფლაოსკენ მიისწრაფვის. ბაბუშარას აეროპორტში განვითარებული ტრაგედიის მორიგი წლისთავია. მეც დავიძვრები. ნათელში ამყოფოს უფალმა დაღუპულების სულები. ღმერთმა გააძლიეროს მათი ოჯახის წევრები.

ფოტოზე აღბეჭდილებს კი ქვესკნელი მიიღებს და დააწყნარებს თავის დროზე… თუმცა, იმ დრომდე მათაც აქვთ გადარჩენის შანსი, რასაც გულწრფელად ვუსურვებ წმინდა კეთილგონივრული ავაზაკის ზეციური მფარველობით,“ – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გიორგი ვაშაძის ახალი ბიზნესი – სტაჟირება “სტრატეგია აღმაშენებელში”
Next: გურიაში საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.