Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვაშაძის ახალი ბიზნესი – სტაჟირება “სტრატეგია აღმაშენებელში”

მარშალ პრესი 22/09/2023
გიორგი ვაშაძე2

გიორგი ვაშაძემ ახალი ბიზნესი წამოიწყო, კერძოდ, სტაჟირება “სტრატეგია აღმაშენებელში”, სადაც  სტუდენტებსა და სხვა აკადემიური კვალიფიკაციის მქონე დაინტერესებულ პირებს 17–დან 30 წლის ასაკამდე, შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ პარლამენტის საქმიანობას, პარტიულ სტრუქტურებს, საკანონმდებლო პროცესს და შეისწავლონ პოლიტიკური იდეოლოგიები.

პროექტის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებსა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ შეხედულებებს, დაუსვან შეკითხვები და გაიზიარონ მათი გამოცდილება.
 
მიზანი:

პროგრამის მიზანია, მონაწილისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობის მიცემა. აგრეთვე, საჯარო სივრცეში შემდგომი საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე და გაზრდის მათი დასაქმების პერსპექტივას.

პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას.

პროექტი შედგება ორი ნაწილისგან და ხორციელდება პარლამენტში.

თეორიული ნაწილი – ლექციები საკანონმდებლო ტექნიკაში, შეხვედრა პარლამენტის წევრებთან, პოლიტიკურ ლიდერებთან და დისკუსიები უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

პრაქტიკული ნაწილი – შესაბამის საკომიტეტო სხდომებზე დასწრება და კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობა.

ინფორმაციაში არ არის მითითებული, სტაჟირების ღირებულების შესახებ, თუმცა, არც ის წერია, რომ უფასოა.

Post navigation

Previous: არ უნდა მოადუნოს საზოგადოებამ ყურადღება და სიფრთხილე – ეკა სეფაშვილი
Next: თავად იბარებენ შს-მინისტრს პარლამენტში, თავადვე პიკეტირებას უწყობენ. ალბათ “ხალხმრავალს” უწოდებენ ამ აქციას, ალბათ “მრავალათასიანად” გაასაღებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.