Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“ – ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვებას არ აპირებს

მარშალ პრესი 20/09/2023
ეკატერინე გალდავა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე სებ-ის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინსტიტუციის ქმედუნარიანობა უნდა შენარჩუნდეს.

„ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია… ინსტიტუციის ქმედითუნარიანობის შენარჩუნების მიზნით… უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“, – განაცხადა მიქაბაძემ.

მისი განმარტებით, სანქცირების წესში ცვლილებების შეტანის მიღებული გადაწყვეტილება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა. „საბჭოს უფლებამოსილებაში ეს არც შედის და კომუნიკაცია ჩემთან პირადად არ ყოფილა“, – აღნიშნა მიქაბემ.

ხოლო კითხვაზე – ეთანხმება თუ არა თავად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, პასუხის გაცემისგან ეკატერინე მიქაბაძემ თავი შეიკავა.

სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობიდან გადადგნენ. BM.GE-მ სებ-ის საბჭოს სხვა წევრების პოზიციებიც მოისმინა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე გალდავა სების საბჭოს დატოვებას არ აპირებს. ნიკოლოზ გაგუამ კი თქვა, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია.

Post navigation

Previous: ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
Next: კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, თუ რა საშიშროება ემუქრება – მიხეილ ყაველაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.