Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 20/09/2023
ირაკლი კობახიძე

“არ არის ეს კარგი, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისკენ. რთულია, როდესაც ადეიშვილის მოადგილე [გიორგი ვაშაძე] გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც კომენტარი გააკეთა პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

„ისინი არიან ჯაშუშები, აგენტები, დავალების შემსრულებლები. ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე იყო. ხომ ყველამ იცით, რომ ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე, სისხლიანი მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც სასამართლო სისტემას ადამიანების დასჯისთვის, რეპრესიებისთვის, ბიზნესის რეკეტისთვის იყენებდა. რომ მოდის და ჩვენ მიმართ რაღაც სიტყვებს იძახის არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო. რა თქმა უნდა, სამწუხაროა! მე როგორც ვიცი გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ. ასეთი პროცესები წავიდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისთვის. რთულია, ადეიშვილის მოადგილე რომ გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი გადაწყვეტილება, ვინაიდან სანქციების აღსრულების წესი ძალაში ჯერ კიდევ გასული წლის თებერვლიდან არის და ამ წესის მიხედვით თითოეულ ქეისთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მხრიდან არ იყო საჭირო
Next: „უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“ – ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვებას არ აპირებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.