Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მცდელობა – არ მოგვცენ სტატუსი, ამჯერადაც კრახით დასრულდება

მარშალ პრესი 15/09/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე დასკვნის გამოქვეყნებას განცხადებით ეხმაურება. როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ეს დასკვნა ცრუა და საზოგადოების პოლარიზებას ემსახურება.

„საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომელთა პოლიტიკური შეხედულებები რატომღაც სრულად ემთხვევა ოპოზიციური პარტიების და მათი უცხოელი ლობისტების შეხედულებებს, საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე. ამ ცრუ დასკვნით, მათ კიდევ უფრო გაარღმავეს ის პოლარიზაცია, რისი აღმოფხვრისკენაც ხელისუფლებას მოუწოდებენ.

დაპირისპირება და დეზინფორმაციით საზოგადოების გახლეჩვა სწორედ მათი ხელშეწყობით ხდება და უმჯობესია, საკუთარ თავზე აიღონ ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან ერთად. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მარტივი რამ არის გასაკეთებელი – აიძულონ ოპოზიციური პარტიები და მათი ტელევიზიები უარი თქვან ოლიგარქ კეზერაშვილის ფულებზე.

ასევე, თავადაც ნუ მოისყიდიან თავს უკრაინაში თუ სხვა ქვეყანაში მცხოვრები ოლიგარქების ფულებით. თუ ნამდვილად არიან დაინტერესებულნი საზოგადოებრივი ორგანიზაციები სტატუსის მიღებით, ამას გააკეთებენ და საკუთარ თავზედაც აიღებენ პასუხისმგებლობას. სხვა შემთხვევაში მათი სიტყვები და ე.წ. დასკვნა არის სიყალბე და პირიქით, ემსახურება საზოგადოებაში ნეგატიური ვანწყობების შექმნას ხელისუფლების წინააღმდეგ და ამით ირიბად ეხმარებიან ოპოზიციას. ასევე, ევროპაში ოპოზიციის ლობისტებს ზურგს უმაგრებენ საქართველოდან, რომ სტატუსი არ მოგვანიჭონ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მცდელობა, არ მოგვცენ სტატუსი, ამჯერადაც კრახით დასრულდება.“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: გონჩარენკოს შვილმა საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო – სასწავლებლად ამსტერდამში მამასთან ერთად წავიდა
Next: პრემიერ-მინისტრი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს – არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.