Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გონჩარენკოს შვილმა საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო – სასწავლებლად ამსტერდამში მამასთან ერთად წავიდა

მარშალ პრესი 15/09/2023
დავით ქართველიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი უკრაინელი დეპუტატის, ალექსი გონჩარეკოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც გონჩარენკო თავის შვილთან ერთად არის ფოტოზე და წერს, რომ მისი შვილი ამსტერდამში ისწავლის.

ქართველიშვილი წერს, რომ ეს ის გონჩარენკოა, რომელიც ქართველების უკრაინის ომში მონაწილეობის პროპაგანდას ეწეოდა, საკუთარი შვილი კი, ომის დროს ამსტერდამში გაუშვა სასწავლებლად.

“ეს რაც ვიცით, და რამდენი არ ვიცით კიდევ. იმ უკრაინელი დეპუტატის, “ლიოშა” გონჩარენკოს სამობილიზაციო ასაკის უფროსი ვაჟი სასწავლებლად ამსტერდამში, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში წასულა მამასთან ერთად.

ჩვენი შვილების რუსებთან საზარბაზნე ხორცად გადაქცევის ცნობილი პოპულარიზატორის შვილმა საკუთარ ქვეყანასთან მიმართებითაც ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენმა ბავშვებმა უნდა იმუშაონ უკრაინის განვითარებისთვის და არა მისი განადგურებისაგან გამოსახსნელად“ – გაგვახსენა ოლექსი გონჩარენკომ ამ სიტყვებით დიდი ქართველი “პატრიოტის” დავით უსუფაშვილის ანალოგიური მოსაზრება.

ასე რომ, გონჩარენკოს შვილს აქვს არჩევანი: თუ მოინდომებს, კონფლიქტის დასრულების შემდეგ დაბრუნდება ქვეყანაში; თუ მოინდომებს, ევროპაში დარჩება. ეს “კარგი” არჩევანია. მას მოკლებულია გამანადგურებელ ომში გახვეული მოსახლეობის დანარჩენი, ჩვეულებრივი მოსახლეობა. ამ დღეებში კიევის რეჟიმის კულუარებში გაიჟღერა საკანონმდებლო ინიციატივის ნარატივმა – სამობილიზაციო ასაკი 16 წლიდან იწყებოდეს. ანუ, თავისებური “ზელე-იუგენდის” მსგავსი რამ უნდა შეიქმნასო. აბა რა ქნან, როდესაც შეძლებული, სამობილიზაციო ასაკის რეზერვისტები საზღვარგარეთ დეზერტირობას ამჯობინებენ,” – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: მოძრაობა “ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გადაწყვეტილებას
Next: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მცდელობა – არ მოგვცენ სტატუსი, ამჯერადაც კრახით დასრულდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.