Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილის ფრენების ხარჯებზე გრიფის მოხსნა იწყება

მარშალ პრესი 15/09/2023
მიხეილ სააკაშვილი

თავდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ფრენებთან დაკავშირებით გრიფით საიდუმლო დოკუმენტების განსაიდუმლოებას იწყებს. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს:

“საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად.

მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ვფიქრობ, გარიგება შედგა – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ისეთი კეთილშობილი ორგანიზაცია, რომელმაც არაფრის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭიროს, ისინი ამისთვის საფასურს მოითხოვენ
Next: სტუდენტებს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.