Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვფიქრობ, გარიგება შედგა – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ისეთი კეთილშობილი ორგანიზაცია, რომელმაც არაფრის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭიროს, ისინი ამისთვის საფასურს მოითხოვენ

მარშალ პრესი 15/09/2023
ბიძინა გიორგობიანი

სალომე ზურაბიშვილი იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად. მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლებს ხვდება და მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან ისმენს და დიალოგი აქვს მათთან, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„იმპიჩმენტით შეშინებულმა მთელი რიგი შეხვედრები გამართა ოპოზიციასთან და როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, რომ ისინი არ დაესწრონ პარლამენტის სხდომას, მათ მიაღწიეს კონსენსუსს – „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

ვფიქრობ, ეს არის გარკვეული გარიგება. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ისეთი კეთილშობილი ორგანიზაცია, რომელმაც არაფრის გამო მის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭიროს. ისინი ამისთვის საფასურს მოითხოვენ და ამის საფასური იქნება არა მხოლოდ სააკაშვილის გამოშვება. სალომე ზურაბიშვილის მისია უფრო გამოჩნდება 2024 წლის არჩევნებისას, როდესაც მას ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, ავნოს იმ პარტიას, რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილმა ბოტები ჩაიცვა და ღელეზე გადავიდა (ვიდეო)
Next: სააკაშვილის ფრენების ხარჯებზე გრიფის მოხსნა იწყება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.