
„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის პოლიტიკური გუნდი, ესაა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც აქვს თავისი გარკვეული სტრატეგიული გეგმა იმისთვის, რათა პოლიტიკური მართვის სათავეში მოვიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მათ აქვთ ერთი ამოცანა – ესაა სააკაშვილი. პერსპექტივაში რომ გავიხედოთ, საქართველოს ერთადერთი გამოსავალი აქვს ამ შემთხვევაში, რომ საზოგადოებას მიმართოს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო – შიგნით და გარეთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სააკაშვილი უდრის ომს. აქ ლაპარაკია ერთ ჯგუფზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოში ომის მიმართულება არის მათთვის კარგი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას ვერ ასწავლის.
„დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობას „ნაცმოძრაობა“ არათუ ნუ გვასწავლის, არამედ უნამუსოდ ნუ იტყუება და ხალხს ნუ ატყუებს, რომელ დემოკრატიაზეა მათგან საუბარი, პირდაპირ აწამებდნენ ხალხს, თავი რომ დავანებოთ სიკვდილს, ნამუსის აყრასა და ქონების წართმევას. ფიზიკურად რომ აწამებ კაცს, რომელ დასავლურ ფასეულობებზეა საუბარი?! გარეთ შეიძლება ვიღაცას რაღაც მოატყუო, მაგრამ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტიო გეუბნება, რომ ამ ნაბიჯს ნუ გადადგამ, თორემ რუსეთისთვის შექმნი ისეთ პირობებს, როდესაც ვერ გიშველით და ქვეყანას ჩააგდებ ცუდ მდგომარეობაშიო. ამის მერე ამბობ, რა მოხდა მერე ქვის გროვა ჩავაბარეთ, სამაგიეროდ ნიღაბი ჩამოვხსენითო, აქ უნდა დაანებო თავი დასავლეთსა და დასავლურობაზე საუბარს თავი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.