Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: ნინო ლომჯარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველი, ისევე როგორც – გიგაური

მარშალ პრესი 28/04/2022
გოგა ხაინდრავა

რის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ამ ინსტიტუტის შეურაცხყოფა მის სახალხო დამცველობაზე საუბარი. ნინო ლომჯარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველი, ისევე, როგორც – გიგაური, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე აქტიური წევრები ლომჯარია და გიგაური არიან.

„ხელში აქვთ სიცრუის სამი რუპორი და ეს დღევანდელ პირობებში ძალაა. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვთ დაფუძნებული, რომელთა მხარდაჭერა აქვთ ფსევდოლიბერალური ძალებიდან, რომლებსაც გულზე არ ეხატებათ თავისუფალი ქვეყანა და უნდათ, რომ ეს ქვეყანა იმართებოდეს მათ მიერ.

რაც შეეხება სააკაშვილის წამებას, რას ნიშნავს პატიმრის წამება შეგიძლიათ ნახოთ ფილმში „დილეგი“ და „ჰეროკრატია“. იმ ადამიანებიც ჩვენებებზე დაყრდნობით მაქვს ეს გაკეთებული, რომლებმაც ეს ყველაფერი გაიარეს და ვინც ეს წამება ვერ გაიარა, გარდაიცვალა, მაგალითად თეთრაძე. ეს იყო წამება. სააკაშვილის წამება რაში გამოიხატება?!“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტი ვერ გაიხსნება, თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრეტენზიები, ამას ვერ მივიღებთ
Next: გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი უდრის ომს! „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის პოლიტიკური გუნდი, ესაა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც აქვს თავისი გარკვეული სტრატეგიული გეგმა, რათა პოლიტიკური მართვის სათავეში მოვიდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.