Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საკითხი სწორად იყო დასმული და იმპიჩმენტის საკითხის აღძვრაც აბსოლუტურად სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი იყო

მარშალ პრესი 11/09/2023
მამუკა მდინარაძე

ერთი საინტერესო დეტალი გავიხსენეთ, ბატონი ჯონი ხეცურიანის სახელმძღვანელოში ის მეცნიერულ დონეზე აღწერს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. რამდენიმე წლის წინ დაწერილ სახელმძღვანელოში პირდაპირ ანალოგიურ მაგალითია მოტანილი, რა შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ჯონი ხეცურიანის წიგნში არსებული ჩანაწერის მიხედვით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ერთ-ერთი მიზეზია, მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით წარმომადგენლობის განხორციელების მცდელობა. შესაბამისად, მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ქმედება იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად იმდენად კლასიკური და მარტივი მაგალითია, რომ ამის შესახებ იურისტრუდენციაში დავაც კი არ არსებობს.

“მსჯელობის მიხედვით, წიგნში ასეა მითითებული, ეს არის შემთხვევა, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე მან საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით წარმომადგენლობის განხორციელება სცადოს, ან ასეთი ჩაიდინოს. შესაბამისად, ეს არის “ქეისი”, ე.წ. შემთხვევა, რომელსაც სახელმძღვანელოებში შესაბამისი დარგის სპეციალისტები, პროფესორები, აკადემიკოსები, ამ დარგში ყველაზე ავტორიტეტული პირები მაგალითებად მოიტანენ-ხოლმე. ეს იმდენად კლასიკური და მარტივი მაგალითია, რომ სადავო კომპეტენციური დავაც კი არ ხდება. წარმოუდგენელია იმსჯელო, ეს არის თუ არა კონსტიტუციის დარღვევა, ამის სივრცე, იურისპრუდენციაში უბრალოდ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ უდავოა იურისტების და შესაბამისად, საზოგადოებისთვის ის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ბუნებრივია, ჩვენ მიერ ეს საკითხი სწორად იყო დასმული და იმპიჩმენტის საკითხის აღძვრაც აბსოლუტურად სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი იყო.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო-საინფორმაციო შეხვედრა თემაზე ,,იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია“ გაიმართა
Next: მცდელობა, ტოლობის ნიშანი დაისვას მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ გახარჯულ თანხებსა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი ჯიბიდან გახარჯულ ფინანსებს შორის, აზრს მოკლებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.