Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო-საინფორმაციო შეხვედრა თემაზე ,,იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია“ გაიმართა

მარშალ პრესი 11/09/2023
377459747_688727913309797_5771052623496194288_n

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საკოორდინაციო-საინფორმაციო შეხვედრა თემაზე ,,იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია“ გაიმართა.

იმუნიზაციის კომუნიკაციის სპეციალისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ქვეყნის იმუნიზაციის სიტუაციის ანალიზზე, იმუნიზაციის საკომუნიკაციო კამპანიის მიზნებზე, ამოცანებსა და მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს იმუნიზაციის მოთხოვნის წარმოქმნასთან დაკავშირებული ადგილობრივი ბარიერები, გამოწვევები და შესაძლებლობები.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, რეგიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებულ მხარეები ესწრებოდნენ.

Continue Reading

Previous: გარდაიცვალა ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Next: საკითხი სწორად იყო დასმული და იმპიჩმენტის საკითხის აღძვრაც აბსოლუტურად სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი იყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025