Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

თემურ მღებრიშვილი: არის ლოკაციები, სადაც ტრანსპორტის საშუალებით ვერ მოხერხდა მისვლა, თუმცა ფეხით მივედით, თითოეულ მოქალაქესთან გვაქვს კომუნიკაცია. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტი იქნება ეს, თუ სხვა საჭირო საშუალებები, მივაწვდით

მარშალ პრესი 09/09/2023
376224403_10226847800558760_8597836567770135683_n

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სტიქიის ზონიდან, მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დღის განმავლობაში, გზებზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ვცდილობთ, რომ ყველა იმ სოფელში მივიდეთ, სადაც შესაძლოა ადამიანებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები. დღის განმავლობაში, ჩართული იყო 200 მეხანძრე-მაშველი. საძიებო სამუშაოებში, როგორც ნავები, ასევე დრონი და კინოლოგიური სამსახური იყო ჩართული. ამ დროისთვის არის გარკვეული ლოკაციები, სადაც უშუალოდ ტრანსპორტის საშუალებით ვერ მოხერხდა მისვლა, თუმცაღა ფეხით მისულები ვართ ყველგან, თითოეულ მოქალაქესთან, გვაქვს კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო, ასევე პირადად ადგილზე. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტი იქნება ეს, თუ სხვა საჭირო საშუალებები, რა თქმა უნდა მივაწვდით“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანი

Post navigation

Previous: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველოში ვიზიტისას, ჟოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
Next: სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.