Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველოში ვიზიტისას, ჟოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

მარშალ პრესი 09/09/2023
ევროკომისია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვიზიტის დროს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ ერთგულებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში.

„ვიზიტის დროს ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივად ყოფნის 15-წლიან ეტაპს და მის გადამწყვეტ როლს სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი, საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია.

Post navigation

Previous: მაშველებმა გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს
Next: თემურ მღებრიშვილი: არის ლოკაციები, სადაც ტრანსპორტის საშუალებით ვერ მოხერხდა მისვლა, თუმცა ფეხით მივედით, თითოეულ მოქალაქესთან გვაქვს კომუნიკაცია. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტი იქნება ეს, თუ სხვა საჭირო საშუალებები, მივაწვდით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.