Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი, ბრავო! – გელა ზედელაშვილი

მარშალ პრესი 08/09/2023
გელა ზედელაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი, ბრავო!
ამ დღეებში ჟოზეფ ბორელის ვიზიტზე ბევრი ითქმება და დაიწერება… უფრო მეტი ითქმება და დაიწერება ირაკლი ღარიბაშვილის შემტევ პოზიციებზე… ფაქტობრივად, მან კედელთან მიიმწყვდია ბორელი და არაერთხელ შეახსენა, რომ ჩვენ დაუმსახურებლად არაფერს ვითხოვთ და რასაც ვითხოვთ, სამართლიანად ვითხოვთ!
როგორც ჩანს, აქამდე მისტერ ბორელს მცდარი წარმოდგენა ჰქონდა ქართველ ხალხზე, ამიტომაც შეადარა ჩვენი და მათი, ანუ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა ბავშვებისა და პროფესორის ურთიერთობას.
როგორ შეიძლება, შედეგი მოვთხოვოთ პროფესორს, როცა ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვებზეო?
ირაკლი ღარიბაშვილმა ბორელს ეს შეცდომა შეუსწორა.
იმედია, გაიგო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ყოველთვის, იყო მოწოდების სიმაღლეზე!
რასაკვირველია, გაქსუებული ოპოზიცია და ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას კუდს ხან იქიდან მოაბამენ, ხან აქედან… ყველანაირად ეცდებიან, მისი პრინციპული გამოსვლა, რომელიც არ შეიცავდა კუდის ქიცინის 1%-საც კი, დაამახინჯონ და არაფრისმომცემ ლაყბობად გაასაღონ, მაგრამ არ გამოუვათ, ამას ვერ შეძლებენ.
ახლა დარწმუნებული ვარ, ახალ წელს კანდიდატის სტატუსით შევხვდებით.
მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ როგორც კი კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, ციდან სეტყვის ნაცვლად დოლარები ჩამოცვივდება, მაგრამ ეს უკვე პრინციპის საკითხია. ჯერ ერთი, ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც დავიმსახურეთ და მეორეც – ვის, კაცო, ჭიჭეებსა და ყიტეებს უნდა მიეცეთ სალაპარაკო?
არის მესამე საკითხიც – მაშინ, როცა დსთ-ს წევრ მოლდოვას და ყველანაირად გაჩანაგებულ უკრაინას ელოლიავებიან, საქართველო ვერ უნდა ჩააყენონ გერის როლში!
წარმატებები, პრემიერო!

Post navigation

Previous: უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან – ქეთი ხოსიტაშვილი
Next: გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ორი ადამიანის ცხედრები იპოვეს, კიდევ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.