Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან – ქეთი ხოსიტაშვილი

მარშალ პრესი 08/09/2023
376747220_10226847800838767_6328193827031074331_n

მედიაჰოლდინგ “კვირას” მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,

‼️უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან👇
⭕️ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები;
⭕️გარდაცვლილი სოფელ ჯუმათის მცხოვრები, 15 წლის თორნიკე ჩხარტიშვილია, ასევე სოფელ სილაურის მკვიდრი მოხუცი ქალი, რომლის საცხოვრებელი სახლი წუხელ განვითარებულმა მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. სტიქიის დროს ის სახლში მარტო იმყოფებოდა;
⭕️შსს-ს ცნობით, მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი;
⭕️ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია.
⭕️ადიდებულია სხვა მდინარეების კალაპოტებიც, მათ შორის სუფსა, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები;
⭕️ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფლებში: ხორეთსა და ნინოწმინდაშია;
⭕️სტიქიამ გურიის რეგიონში ზიანი მიაყენა სოფელ ჯუმათს, სუფსას, ჯიხანჯირს, ჩოჩხათს, მამათს;
⭕️112-ში მოქალაქეებისგან ასზე მეტი შეტყობინება შევიდა;
⭕️გურიაში, სტიქიის ზონაში გეოლოგებისა და ჰიდროლოგების 6 ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს ტერიტორიების არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი.
⭕️მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე – შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ჩამოსული მიწის შვავისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები დაწყებულია;
⭕️ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, კვლავ აკრძალულია. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზეც. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა;
⭕️ადგილზე იმყოფებიან მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის: შსს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
⭕️ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხელი ხაზის ნომერი გამოაქვეყნა: 577 601 304. მოქალაქეებს გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.”- წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

Post navigation

Previous: ჟოზეფ ბორელი: უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავი და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი
Next: ირაკლი ღარიბაშვილი, ბრავო! – გელა ზედელაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.