Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა – ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის მიმართ

მარშალ პრესი 08/09/2023
შალვა პაპუაშვილი

გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან. საქართველოს პარლამენტის მხრიდან წარმოდგენილი იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო ერთი მხრივ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ რეკომენდაციები შეასრულოს და მეორე მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო იმაზე, რომ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. მთავარი საკითხი იყო კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა, მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის, საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და პოლიტიკოსისგან, ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია ევროკავშირისთვის. ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა – ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიას დაკავების დროს ყველა ორკესტრირებულად თავს ესხმოდა ქართულ სახელმწიფოს და გუშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ
Next: შალვა პაპუაშვილი: ჟოზეფ ბორელის პოზიციაა, რომ მიუღებელია ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა – ხელისუფლება არის ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.