Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიას დაკავების დროს ყველა ორკესტრირებულად თავს ესხმოდა ქართულ სახელმწიფოს და გუშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ

მარშალ პრესი 08/09/2023
შალვა პაპუაშვილი

2021 წლის თებერვალში, ნიკა მელიას დაკავების დროს ყველა ორკესტრირებულად თავს ესხმოდა ქართულ სახელმწიფოს და გუშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან ნიკა მელიას დაპატიმრება იყო როგორც კანონიერი, ისე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დამწუხრდა, იმიტომ, რომ გავიხსენეთ, თუ რა ხდებოდა 2021 წლის თებერვალში. გავიხსენოთ მაშინდელი სახალხო დამცველის განცხადება – აბსოლუტური ტყუილი, თითქოს ხელისუფლება გაბოროტებულია ხალხზე და ამიტომ აპატიმრებს ნიკა მელიას. გავიხსენოთ ზოგიერთი დიპლომატის, მათ შორის ყოფილი ელჩის განცხადება, რაც იყო პირდაპირი თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე – თითქოს ნიკა მელიას დაკავება აცილებდა საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. გავიხსენოთ მაშინდელი ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, აღარ ვსაუბრობ რადიკალურ ოპოზიციაზე – მაშინ ყველა ორკესტრირებულად თავს ესხმოდა ქართულ სახელმწიფოს და გუშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან ნიკა მელიას დაპატიმრება იყო როგორც კანონიერი, ისე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისი. კითხვა ისმის – აპირებს თუ არა ყოფილი სახალხო დამცველი ბოდიშის მოხდას ქართველი ხალხისთვის? აპირებენ თუ არა ბოდიშის მოხდას ქართველი ხალხისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაშინ ჯგუფურ განცხადებებს ავრცელებდნენ ამ დაკავების გამო? აპირებენ თუ არა ბოდიშის მოხდას ქართველი ხალხისთვის ყოფილი თუ მოქმედი ელჩები, ევროპელი პოლიტიკოსები, იმიტომ, რომ ცილი დასწამეს ჩვენს ქვეყანას, თითქოს ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება. გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ყველა ეს ადამიანი დეზინფორმაციას ავრცელებდა ამ საკითხზე. ერთადერთი, რასაც ველოდები, ეს არის ბოდიში ამ ხალხის მხრიდან“, – აცხადებს პაპუაშვილი.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

Post navigation

Previous: შსს: უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს გამაფრთხილებელი შეტყობინებები ეგზავნებათ
Next: შალვა პაპუაშვილი: ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა – ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.