Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ბათუმში კონფერენცია სახელწოდებით „მუნიციპალიტეტების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში“ გაიმართა

მარშალ პრესი 08/09/2023
1
ბათუმში კონფერენცია სახელწოდებით „მუნიციპალიტეტების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში“ გაიმართა.

კონფერენცია CORLEAP-ის თანათავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ და ბათუმის მერმა, ათეას ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ ჩიქოვანმა გახსნეს.

კონფერენციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საქართველოს მუნიციპალიტეტების მერები, CORLEAP-ის წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი 50-მდე დელეგატი და ათეას მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს თვითმმართველი ერთეულების როლი კარგ მმართველობასა და ტერიტორიულ განვითარებაში და გააზიარეს აღნიშნული მიმართულებით, საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საუკეთესო მაგალითები.

ღონისძიება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა. დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველოსთან მიმართებაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
Next: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი: ხალხს დავუდგებით გვერდით, დაითვლება ზარალი და ზიანი ანაზღაურდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.