Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ვაი იმ ოპოზიციას, ვინც ისევ სააკაშვილის კართან იქნება ატუზული, შევდივარ მათ მდგომარეობაში

მარშალ პრესი 08/09/2023
გია ცაგარეიშვილი2

ვაი იმ ოპოზიციას, ვინც ისევ სააკაშვილის კართან იქნება ატუზული, შევდივარ მათ მდგომარეობაში, მაგრამ ყველა ერთხმად ამბობს, აგერ არის ჩვენი არქიფო სეთური და მას უნდა ვკითხოთო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, უგულავამ მოინდომა ბორდის გაკეთება, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ დაკავებულია „ნაცმოძრაობაში“ ყველა ადგილი.

„ეს კომიკური პერსონაჟები, ხაბეიშვილის სახით, საერთოდ რას ერჩოდნენ ამ ადამიანს. მიიყვანეს თავმჯდომარედ, ზედამხედველად ქალბატონი ჯაფარიძე დაუნიშნეს, იქ პრეზიდენტის მშობელი კიდევ ჭკუას არიგებს ხშირად ამ ადამიანებს. აქეთ მელია გაჰკივის, იქით უგულავამ მოინდომა ბორდის გაკეთება, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ დაკავებულია იქ ყველა ადგილი, დამთავრდა. იქ მისი ადგილი აღარ არის და მისნაირი ავაზაკების, ხაზინის ქურდბაცაცების. იქ სხვა გოგოები და ბიჭები მოვიდნენ ახლა გაგულისებული ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ სააკაშვილის გარემოცვაში ადგილის დამკვიდრება. ასე რომ, იქ წარსულის ლანდები, უგულავას ნაირები მგონი ვერ გაიხარებენ. გადაჭამენ ერთმანეთს ეს ადამიანების, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: გია ცაგარეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხშირად მოგვიწოდებს დეპოლარიზაციის დასრულებისკენ, ახლა პირიქით, დაპირისპირების ახალ საფუძვლებს ქმნის
Next: ლელა რაზიკაშვილი: ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ნაციონალური ფუნქცია, ამ ფუნქციით ვჭირდებით ევროპას – კანდიდატის სტატუს აუცილებლად მივიღებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.