Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხშირად მოგვიწოდებს დეპოლარიზაციის დასრულებისკენ, ახლა პირიქით, დაპირისპირების ახალ საფუძვლებს ქმნის

მარშალ პრესი 08/09/2023
გია ცაგარეიშვილი

„ქართული ოცნება“ ცდილობს, შეძლებისდაგვარად, როგორმე ამ ქვეყანაში დეპოლარიზაცია დაასრულოს. ის უმაღლესი თანამდებობის პირი, ვგულისხმობ პრეზიდენტს, რომელიც ხშირად მოგვიწოდებს დეპოლარიზაციის დასრულებისკენ, ახლა პირიქით, დაპირისპირების ახალ საფუძვლებს ქმნის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„როდესაც კონსტიტუცია ირღვევა, ამის გამართლება იმით, რომ „მე აუცილებლად უნდა გავბრძანდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რათა ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მოვუპოვო“ – ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ეს ვერაფრით შეიფუთება. ეს რიტორიკა მახსენებს სააკაშვილის რიტორიკას, ისიც ხშირად ამბობდა, რომ კონსტიტუცია მისთვის ფარატინა ქაღალდი იყო.

დღესაც პრეზიდენტი რომ გამობრძანდა, არცერთი სიტყვა არ დასცდენია იმაზე, რომ საქართველო აუცილებლად მოიპოვებს კანდიდატის სტატუსს. ესეც კი ვერ ამოშაქრა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ტელემიმართვაში განაცხადა: ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება.

Post navigation

Previous: გია ცაგარეიშვილი: როცა პრეზიდენტი ხარ, მხოლოდ შენი სამრეკლოდან არ უნდა უყურებდე ქვეყანას
Next: გია ცაგარეიშვილი: ვაი იმ ოპოზიციას, ვინც ისევ სააკაშვილის კართან იქნება ატუზული, შევდივარ მათ მდგომარეობაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.