Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ იგი არის დამარცხებული

მარშალ პრესი 08/09/2023
რატი ბრეგაძე

სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ იგი არის დამარცხებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ თქვა, რომ საქმეში არც ერთი მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო.

„ჩვენ ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა განვასხვაოთ პოლიტიკური შეხედულებები, შეგრძნებები და სამართალი. თუ რა შეფასება აქვს ბატონ ნიკანორ მელიას ამ გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა ნაკლებად საინტერესოა, რადგან უკვე არის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი, რომელმაც მკაფიოდ და ხაზგასმით თქვა ის, რომ ნიკანორ მელიას მიმართ განხორციელებული ღონისძიებები იყო სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ზოგადად, ამ ადამიანებთან მიმართებაში უნდა ითქვას ისიც, რომ ისინი უნდა მიეჩვიონ ერთ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რომ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება, ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოება თანხმდება ურთიერთთანაცხოვრების მშვიდობიან წესებზე, რომელიც შემდგომში უფლებამოსილი ორგანოს მიერ აისახება სამართლებრივ ნორმებში. თუკი ადამიანი არ დაემორჩილება კანონმდებლობას, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. სწორედ მსგავსი ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრა ნიკანორ მელიას. ამავდროულად, აქ დაცული იყო ადამიანის უფლებები უმაღლესი ევროპული სტანდარტით და შესაბამისად, მას აქვს გამოხატვის თავისუფლება და მას შეუძლია თავისუფლად იფიქროს ის, რაც უნდა და ისაუბროს იმაზე, რაც უნდა და რა ფორმითაც მოესურვება, მაგრამ მეორეა სამართალი და მისი აღსრულება. შესაბამისად, სამართლებრივი პროცედურა მის მიმართ არის სრულად დასრულებული. სასამართლომ თქვა, რომ მის საქმეში არც ერთი მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო. სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ იგი არის დამარცხებული“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე: დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი
Next: რატი ბრეგაძე: ის, რომ დღეს საქართველოში ბევრად უკეთესი სასამართლოა, ვიდრე იყო 2012-წლამდე, მტკიცდება თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.