Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი

მარშალ პრესი 08/09/2023
რატი ბრეგაძე

დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი და რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ასევე ეს არ იყო მოტივირებული პოლიტიკური ნიშნით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ მყარი ლოგიკა აქვს და იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პოზიციებიც მყარად იყო დასაბუთებული.

„სახელმწიფოს ჰქონდა საკმაოდ მყარი არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იყო სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, არ ჰქონდა პოლიტიკური მოტივაცია და ბუნებრივია, ადამიანი, რომელიც მოიშორებს ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებას და დემონსტრაციულად არ დაემორჩილება სამართლის აღსრულებას, რა თქმა უნდა, მის მიმართ დამძიმდება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა ჟოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა
Next: რატი ბრეგაძე: სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ იგი არის დამარცხებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.